კომაროვის სკოლაში პირველი ივლისიდან, მოსწავლეებისათვის, რომლებმაც 2018-19 სასწავლო წელს მე-6 კლასი დაასრულეს რეგიონებში (არა თბილისის სკოლებში), ჩატარდება მათემატიკის გაკვეთილები!
- 26 ივნისი, 2019
კომაროვის სკოლაში პირველი ივლისიდან, მოსწავლეებისათვის, რომლებმაც 2018-19 სასწავლო წელს მე-6 კლასი დაასრულეს რეგიონებში (არა თბილისის სკოლებში), ჩატარდება მათემატიკის გაკვეთილები.
გაკვეთილები დაიწყება 1 ივლისს და გაგრძელდება 19 ივლისის ჩათვლით.
გაკვეთილების განრიგი: ორშაბათი, ოთხშაბათი და პარასკევი - 10:00-დან 13:00 საათამდე.
პროექტის ფარგლებში სულ ჩატარდება 10 გაკვეთილი.
მსურველებს, ორშაბათს, პირველ ივლისს, შეუძლიათ გამოცხადნენ კომაროვის სკოლაში (ქალაქი თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი N49). მშობელმა უნდა დაწეროს განცხადება, შვილის/მეურვეობაში მყოფი პირის პროექტში მონაწილეობის შესახებ.
კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებას!